LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკმა თმა ქერად შეიღება

30 წლის პოპულარულმა სუპერმოდელმა Instagram-ზე ახალი ფოტო გააზიარა, სადაც მას თმა ქერად აქვს შეღებილი. ამ ფაქტმა იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ მისი მიმდევრების რაოდენობამ მოულოდნელად 5 მილიონს გადააჭარბა. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ 24 საათიანი ექსპერიმენტი იყო, რადგან უკვე მეორე დღეს ის ტრადიციულ შავი ფერის თმაში გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

ირინა შეიკი კვირას ნიუ-ორკში, ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლისას გადაიღეს, სადაც მან ნაომი ქემბელთან ერთად ისადილა. მოდელს ელეგანტური შავი პალტო და მიკი-მაუსის მაისური ეცვა.