გადაცემას ”რადიო დუეტი” პოეტი ბაჩო რამიშვილი ესტუმრა.
ბაჩო, პირველ რიგში გილოცავ პატარას შეძენას. სანამ ახალ სიმღერაზე ვისაუბრებთ, იმ საღამოზე მოგვიყევი, რომელიც 31 მარტს გაიმართება.
დიახ, ისევე როგორც გასულ წელს, 31 მარტს, მარტის გაცილებას გავიმეორებთ, ”ერთად გავაცილოთ მარტი”, ასე ჰქვია საღამოს. მე და ლაშა ღლონტი ”სითი კლუბში” შევხვდებით მაყურებელსა და მსმენელს. იქნება ბევრი სიურპრიზი, ახალი ლექსების პრემიერა. რამდენიმე ძველი ლექსიც იქნება, რომელიც მეც მომწონს და მსმენელსაც და ვფიქრობ, რომ საღამოზე უნდა იყოს. საღამოს თაკო მელიქიშვილი წარუძღვება. ჩვენთან ერთად ასევე მონაწილეობენ: ჯუმბერ ამანათაშვილი და მაკა შალიკაშვილი.
როდესაც ერთმანეთი გავიცანით, შენ თქვი, რომ ზამთარში წერ ლექსებს…
საერთოდ ზამთარში ვწერ, დიახ, მარტი ბოლოა. ჩემს ლექსებში ხშირად ნახავთ სევდას. პოეზიაში პოზიტივს არ ვდებ. რაც მწყინს, ის მირჩევნია არ ვთქვა და ლექსად დავწერო. ასეთია ჩემი შემოქმედება.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
ძალიან დიდი მადლობა მინდა სოფი რაფაელას გადავუხადო, ეს მისი მეორე სიმღერაა. მარტო ვმღერი, თუმცა ფონს სოფი ალამაზებს. ბადრი ფილიშვილთან ჩაიწერა. ტექსტი ჩემია. ”უშენოდ” ასე ჰქვია ახალ სიმღერას.
ლაშა ღლონტი: – ბაჩოს გადასარევი ლექსები აქვს, ძალიან მიყვარს მისი ლექსები, უკვე მეორედ ვაცილებთ მარტს ერთად. ორ პოეტთან მაქვს დუეტი, ბაჩოსთან და მურმან ჯინორიასთან ერთად და მარტის გაცილების შემდეგ ასე ლამაზად მოდის აპრილი. წინასწარ დაგეგმილი არაფერია, იქნება ცოცხალი ბენდი და იმპროვიზაცია. დროა მსმენელი და მაყურებელი მივაჩვიოთ იმ ფერებსა და გრძნობებს, რასაც ჩვენ განვიცდით.
ბაჩო რამიშვილი – უშენოდ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბაჩო რამიშვილი – მე არასდროს მყვარებია ასე
ბაჩო რამიშვილი – შენ რომ წახვალ
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
