LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარის დაუვიწყარი ვიზიტი ნეპალში (ფოტო)

პრინცი ჰარი ამჯერად ნეპალში იმყოფება, სადაც კიდევ 5 დღეს დაყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი ოფიციალური ხასიათისაა, მსოფლიოში ყველაზე პოზიტიური პრინცი უამრავ არაოფიციალურ ღონისძიებას ესწრება.

ინტერნეტში უკვე მოხვდა პრინცის ნეპალში გადაღებული ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ფანტასტიურ დროს ატარებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ტრადიციებსაც ირგებს. ჰარიმ ნაციონალური ცეკვა შეასრულა, ეწვია ოჯახებს, რომლებმაც მიწისძვრის შედეგად სახლები დაკარგეს, ერთ-ერთ ოჯახში ღამეც კი გაათია, ისეირნა ნავით და ბარდიას პარკის ბინადრებიც მოინახულა.