LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაბრუნებულ მანქანიდან ორსულ გოგოს გადმოსვლაში პრეზიდენტი ეხმარებოდა

გიორგი მარგველაშვილი ავარიაში მოყოლილ ორსულ გოგოს დაეხმარა, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ მომხმარებელი გიგა კიტია წერს.
„საშინელ ავტოავარიას შევესწარი: გადაბრუნებულ მანქანაში ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა და ზრუნავდა, რომლის ესკორტი შემთხვევით გახდა მომსწრე… ცდილობდა ცეცხლმაქრი საკუთარი მანქანიდანაც გამოეყენებინათ… გვერდი არ აუვლია თუნდაც უსაფრთხოების მიზნით, რადგან შეჯახება გაზგასამართ სადგურთან მოხდა სატუმბ ჯიხურთან შეჯახებით… მე მომწონს ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და შემდეგ პრეზიდენტი. ორსული გოგოს (მძღოლის) ამბები არ ვიცი, რადგან სასწრაფომდე წაუყვანიათ, გვერდზე მჯდომი კი საშინლად იყო დალეწილი და იმედია სტაბილურად მაინც არიან…. და კიდევ, ყველა BMWს მძღოლი ერთი რატომ არის???“ – წერს კიტია „ფეისბუქზე“.