გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი ”ქორალი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: გიორგი მაღლაფერიძე, კაკო კიკვაძე და რამაზ ტყეშელაშვილი.
როგორ არის ჯგუფი ”ქორალი” და რატომ ხართ დღეს სამნი?
გიორგი: – მოგესალმებით, ჩვენ ერთად 2006 წლიდან მოვდივართ. ერთი წევრი მარტო აგრძელებს თავის საქმეს, ჩვენ კი ისევ გავაკეთებთ იმ საქმეს, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ისევ ჯგუფი ”ქორალი” ვიქნებით. სამივე ქუთაისიდან ვართ.
კაკოსთან გადავალ კითხვით, რატომ ”ქორალი” და რას ნიშნავს ეს სიტყვა?
კაკო: – 2006 წელს, როდესაც ბიჭები თბილისში ჩამოვედით, დიდ ხანს ვფიქრობდით სახელზე, იყო რამდენიმე ვერსია და რადგანაც ჩვენი სიმღერები მრავალხმიანია ამიტომაც ავარჩიეთ ეს სახელი, ”ქორალი” სწორედ მრავალხმიანობას ნიშნავს.
რამაზ, რამდენი სიმღერა გაქვთ დღეის მდგომარეობით?
რამაზი: – გვაქვს ბევრი სტუდიური ვერსია, ბევრი არ გვაქვს ჯერ გამოტანილი საჯაროდ. ყველაზე მეტად ხალხს ალბათ ”ვედრება”, ”სამშობლო” და ”იმერული ოდა” უყვარს.
როგორ არჩევთ რეპერტუარს?
გიორგი: – ჩვენი ფესვები ანსაბლ ”ადილაში” იღებს სათავეს. გვაქვს ხოლმე რამდენიმე ვერსია და ერთად ვარჩევთ, რომელი უნდა ჩავწეროთ, სიმღერებს ჩვენ თვითონვე ვწერთ. ყველა სიმღერა ეკუთვნის ან გურამ ლომინაძეს, ან გიორგი მაღლაფერიძეს.
სად არის თქვენი მოსმენა შესაძლებელი?
ისევე როგორც ყველა მომღერალი საქართველოში, ჩვენც თვითდასპონსორებაზე ვართ. ჩვენთვის ეს შინაგანი მოთხოვნილებაა, ბიუჯეტს მოვაკლოთ და ჩავწეროთ ახალი სიმღერა. ყოველდღიურად ვმღერით რესტორან ”კრწანისში”. ჩვენსავე რეპერტუარის ჩარჩოში არ ვზივართ, მსმენელის თხოვნებსაც ვითვალისწინებთ.
თუ ყოფილხართ გასტროლებზე საზღვარგარეთ?
იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზების გამო ყველა ჩაგვეშალა.
ალბომზე ხომ არ გიფიქრიათ?
ალბომის გამოცემა ძვირი ჯდება, რეალიზაცია კი რთულია. ჩვენი ყველა სიმღერა უკვე არის ინტერნეტში გავრცელებული. ახალ სიმღერებს ალბათ შევფუთავთ და გამოვუშვებთ კიდეც, ვნახოთ.
სცენაზე როგორ გამოიყურებით, გაქვთ თუ არა ფორმები?
კაკო: – ხასიათისდა მიხედვით ვარჩევთ სიმღერებსაც და სამოსსაც. გააჩნია კონცერტსაც.
თქვენ რას უსმენთ?
რამაზი: – ჩვენი ყურები ძალიან დაკავებულია… ძალიან იშვიათად, რომ კიდევ დავსხდეთ და რაიმე მოვისმინოთ. გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, უფრო მეტად მშვიდ მუსიკას ვუსმენთ.
მიუხედავად იმისა, რომ მუშაობთ რესტორანში, კლარნეტზე ამღერებული ”ქორალი” არ მინახავს, როგორ იცავთ თავს?
რაც გვინდა და ჩვენს სულს უნდა, იმას ვმღერით. სუფრასთან უფრო მეტად ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასრულებთ.
საინტერესო არანჟირებები გაქვთ, ვინ აკეთებს?
ეს არის ზაზა გოჩიტაშვილი, 2006 წლიდან მასთან ვმუშაობთ, მანამდე იყო ცირა ბზიშვილი. ასევე გვიმუშავია პაატა სილაგაძესთან.
ვინ არის ის ადამიანი, ვისთანაც მიგაქვთ ცხელ-ცხელი მუსიკა?
ვუსმენთ ერთად, ვაანალიზებთ… შემდეგ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვასმენინებთ.
ქუთაისიდან ხართ, რამდენად გცნობთ იქ ხალხი?
კაკო: – გვცნობენ მეგობრები და მათი მეგობრები. მასა ნაკლებად.
სად ხედავთ თქვენს თავს ორი წლის შემდეგ?
ჩვენ არც თუ ხშირად ვსტუმრობთ თქვენს რადიოს. არ გვაქვს ამისი ფუფუნება, რომ წელიწადში 10 სიმღერა ჩავწეროთ. 10 წელია მოვდივართ და ასე თუ ისე ვინარჩუნებთ ჩვენს გეზს, გზას. მინდა, რომ
”ქორალი” და ჯგუფის რეპერტუარი ხალხს უყვარდეს.
ამბობენ, რომ რესტორანი ხმას აფუჭებს, თქვენზე თუ მოქმედებს ეს ყოველდღიური რუტინა?
კაკო: – სამწუხაროდ, ხმაზე ყოველდღიური დატვირთვა, გვიანობამდე მუშაობა გვიშლის ხელს..
რაიმე მუსიკალური ექსპერიმენტი თუ ჩაგიწერიათ, ან ქავერი, ან შარჟი…
რამაზი: – არა, ასეთი რამ არ გაგვიკეთებია. ჩვენ იმდენი გვაქვს ჩასაწერი და სამღერი, რომ ამისთვის არ გვცალია.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
ეს სიმღერა არის ქუთაისზე. დიდი ხანია წამოსულები ვართ და აქ ისეთი სიტყვებია… ჩვენი სული იქ ტრიალებს. მოგვენატრა ქუთაისი, ძალიან იშვიათად ჩავდივართ. ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა.
ვგეგმავთ კლიპის გადაღებას, ქუთაისში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ამინდი აირია და გადაღებები გადავდეთ.
ქორალი – ქუთაისო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქორალი – საპოვნელა. Live
ქორალი – იმერული ოდა. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
