ლეონარდო დიკაპრიომ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი The Revenant, რომელმაც მას „ოსკარი“ მოუტანა, იაპონიაში წარადგინა. თაყვანისცმემლები მსახიობს ძალიან თბილად და ემოციურად შეხვდნენ.
41 წლის დიკაპრიომ, ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, თაყვანისმცემლებს ავტოგრაფები დაურიგდა და მიიღო მონაწილეობა იაპონურ კაგამი-ბირაკის ცერემონიაში, რომლის დროსაც, ტრადიციულად, სპეციალური ხის ჩაქუჩით ტეხენ საკეთი სავსე კასრის თავსახურს.



