LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეფხისტყაოსანი“ გრაფიკულ ნოველად იქცევა (ვიდეო)

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ წიგნებისა და „ვეფხისტყაოსნის“ მოყვარულებს დიდ სიუპრიზს უმზადებს. გამომცემლობა მუშაობს პროექტზე, რომელიც აშკარაა, ძალიან საინტერესო იქნება. ამ პროექტთან დაკავშირებით მათ „იუთუბზე“ გაავრცელეს ვიდეო, რომელიც გვამცნობს, რომ 2017 წლის გაზაფხულზე მზის სინათლეს იხილავს წიგნი, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი 134 ნახატი მოიყრის თავს. გრაფიკულ ნოველას ცნობილი ქართული პოემის მიხედვით, დათო მაჭავარიანი ქმნის.