ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნებიან, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
“ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა. ასეთი რაღაცები, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე, რომ ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არ განიხილება არც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. კალაძის მტკიცებით, გუნდში არანაირი საუბარი და განხილვა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
