LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა მენაბდის გამოფენა „ქარვასლაში“ გაიმართება

დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) მუსიკოს მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენა რამდენიმე თემას აერთიანებს: „ტანგოს ლანდები“, „მანეკენი და სიცოცხლე“, „გრაფიკული ფოტოები“, „ფერწერული ფოტოები“, „აკვარელი“, „შუქ–ჩრდილები“.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს მანანა მენაბდის 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები. ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ART&SOCIETY. ფოტოგამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი.

მანანა მენაბდე ფოტოგრაფიასა და მხატვრობაში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მენაბდის პერსონალური გამოფენები ხშირად ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინასა და რუსეთში.