LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს – ქვეყნის შს მინისტრის, ბერნარ კაზნევის განცხადებით,  პირი, რომელიც საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდა, დაკავებულია.

მისი თქმით, დაგეგმილი ტერაქტის კავშირი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან ჯერ დადგენილი არ არის.

კაზნევმა აღნიშნა, რომ ადგილზე, სადაც ეჭვმიტანილი დააკავეს, გამნაღმველები მუშაობენ.

საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეა და ტერაქტის მომზადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

კაზნევის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი 75 ადამიანი დააკავეს, აქედან 28-ს პატიმრობა მიესაჯა.