LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილის შვილს დღეს, სავარაუდოდ, ოპერაციას გაუკეთებენ

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს დღეს, სავარაუდოდ, ოპერაციას გაუკეთებენ. ექიმები ამბობენ, რომ 14 წლის ევა ბარბაქაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტი ამ დრომდე იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, გოგონა გონზეა და მრავლობითი მოტეხილობის გამო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უკეთდება, მას ნეიროქირურგები და ტრავმატოლოგები აკვირდებიან.

გოგონას მდგომარეობას ექიმები დღეს კვლავ შეამოწმებენ და გადაწყდება, გაუკეთებენ თუ არა ოპერაციას ხერხემალზე.

ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გამოვარდა.