პრემიუმ სედანებში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი – მეხუთე სერიის BMW F10 გახლავთ.
M პაკეტის ალუმინის დისკები, რელიეფური გვერდები, 3D დიზაინის უკანა ფარები ლედ ხაზებით და BMW-სთვის დამახასიათებელი აგრესიული ცხვირი F10-ის დიზაინს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
თავშეკავებული და განსაკუთრებულად სპორტული დიზაინის მქონე F10 თავისი მონაცემებითაც ისეთივე გამორჩეულია, როგორც ვიზუალით.
რაც შეეხება ინტერიერს, მისი ალუმინით მოპირკეთება, წინა სპორტული სავარძლები და ტყავის მულტიფუნქციური საჭე სალონში კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის. ამას ემატება მრავალი ფუნქცია, რომლებიც სწორედ იმისთვის არის, რომ თქვენი მგზავრობა უფრო სასიამოვნო გახდეს.
აქვეა ცენტრალური მონიტორი, მულტიფუნქციური ინსტრუმენტული პანელი, კლიმატკონტროლი და მწეველთა პაკეტი.
გადაცემის ჩანაწერი
