ნინა წკრიალაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა რამდენიმე დღის წინ „კომედი არხის“ ეთერში შედგა. ნინამ გადაწყვიტა, საქეიფო სიმღერებზე გადავიდეს, რომლებიც მისი მოსაზრებით, უფრო კარგად იყიდება და მეტი ფული მოაქვს.
ნინა:
„შავი თვალები“ ზაზა ხუბუკელაშვილმა დამიწერა. არანჟირებსაც უკვე ბოლო პერიოდია, მასთან ვაკეთებ.
კონკრეტულად ვინმეს ხომ არ მიუძღვენი?
(იღიმის) არა. ქართველებს ხომ ძირითადად, შავი თვალები აქვთ. რაღაც ტექსტი იყო საჭირო და ჩემს მეგობარს აქვს შავი თვალები, იმას მოვარგეთ (იცინის).
რა სტილისაა სიმღერა და რატომ გადაწყვიტე ამ სტილის მორგება, კრიტიკის არ გეშინია?
რაც უნდა გავაკეთო, მაინც გამაკრიტიკებენ, ასე რომ, დე მაკრიტიკონ. ეს არის საქეიფო აზიური საცეკვაო სტილის სიმღერა. ასეთი სიმღერები უფრო კარგად იყიდება, ასე რომ, უფრო მეტ ფულს ვიშოვი და კრიტიკის ნაკლებად მეშინია (იღიმის).
ნინო მურღულია
