LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იკერ კასილიასი მალულად დაქორწინდა

იკერ კასილიასი მალულად დაქორწინდა ჟურნალისტ სარა კარბონეროზე.
”პორტოს” გოლკიპერმა ამ მოვლენის აფიშირება არ ისურვა.

ცერემონია 20 მარტს შედგა ესპანურ ბოადილია-დელ-მონტეში, რომელსაც წყვილის ვაჟი და ორი მოწმე დაესწრო.

ინფორმაცია აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა, წერს El Pais.

კასილიასი და კარბონერო 2009 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. ისინი მარტინს ზრდიან, რომელიც 2014 წელს დაიბადა.