ინგუში ოლიგარქის მიხაილ გუცერიევის ვაჟის ქორწილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქორწილში დაპატიჟებულ სტუმრებს ოლიგარქმა ოქროს სკივრები ჩამოურიგა. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქორწილი ამჯერად ლონდონში გაგრძელდება. ინგუშეთის ტრადიციის მიხედვით, ქორწილი 10 დღეს უნდა გრძელდებოდეს.
ამჯერად ცერემონია შედარებით ვიწრო წრეში ჩაივლის და ახალდაქორწინებული წყვილისა და მათი სტუმრებისთვის ექსკლუზიურად ელტონ ჯონი და ბიონსე იმღერებენ. მუსიკოსებს მოსკოვშიც ელოდებოდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მათ ჩასვლა ვერ შეძლეს.
