Audi A6 გამორჩეულია როგორც ვიზუალით, ასევე თავისი მონაცემებითაც. დამხმარე სისტემების მეშვეობით A6 ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ამცირებს და ცდილობს თქვენი მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახადოს. იყავით მშვიდად და ყველაფრის კონტროლი თქვენს ავტომობილს მიანდეთ.
A6 ისეთი ოფციებით არის აღჭურვილი, რომლებიც თქვენი უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიას იძლევა. მისი მართვისას თქვენს განკარგულებაშია Audi side assist და Audi active lane assist, რომელიც მოძრაობის დროს ზოლიდან ზოლში თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ მოდელის ღამის ხედვის ასისტენტის დახმარებით კი ღამითაც ისევე კარგად შეძლებთ გზის დანახვას, როგორც დღისით.
ამ ყველაფერს ემატება წინა სავარძლების ვენტილაცია, დაბურული მინები უკანა ფანჯრებზე და ელექტრო ლუქი, Head-up display, კომფორტული გასაღები, საბარგულის ავტომატური გაღება, დახურვა, 4-ზონიანი კლიმატ კონტროლი. ასევე პარკინგ სენსორი, უკანა ხედვის კამერა, წინა სავარლების გათბობა, კრუიზკონტროლი, ტელეფონთან ბლუთუზით დაკავშირება და სხვა ოფციები.
გადაცემის ჩანაწერი
