Mercedes Benz C200-ის მკვეთრი კონტურები რეაქტიულ ხასიათს სძენენ მას, ხოლო ინტერიერის მაღალი ხარისხის მასალა იმ სტანდარტის საუკეთესო მაგალითია, რასაც მხოლოდ Mercedes-Benz-ისგან უნდა ელოდეთ.
ამ მოდელის საბაზო კომპლექტაციაში შედის ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლი, ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა, საბურავების მოცურების საწინააღმდეგო და მოძრაობის სტაბილიზაციის ელექტრო სისტემები.
ასევვე თქვენს განკარგულებაშია გატაცების საწინააღმდეგო სისტემა იმობილაიზერით, ცენტრალური ჩამკეტი დისტანციური მართვის კოდირებული გასაღებით, საქარე მინის გამწმენდი წვიმის სენსორით.
აქვეა ბორტკომპიუტერი მრავალფუნქციური დისპლეით, თბოიზოლირებადი, ტონირებული მინები და კრუიზკონტროლი სიჩქარის ცვლადი შემზღუდველით.
გადაცემის ჩანაწერი
