LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზღვის შვილები” – მარიტა გორდელაძე და ნანუკა გიორგობიანი ბათუმიდან

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” საბავშვო ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლის, ”ზღვის შვილების” ორი წევრი, მარიტა გორდელაძე და ნანუკა გიორგობიანი ბათუმიდან ესტუმრნენ. ანსამბლის დამაარსებლები ვიოლეტა ჩარკვიანი და რეზო მღებრიშვილი არიან. მარიტა და ნანუკა ანსამბლის მეხუთე თაობას წარმოადგენენ და ისინი უკვე ორი წელია ”ზღვის შვილებში” მღერიან.


– როგორ ხდება ანსამბლში მოხვედრა?

– ბავშვები მიიღებიან შვიდი წლის ასაკიდან და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრასა და ხმებში სიმღერას სწავლობენ. ჩვენ ”ზღვის შვილებამდე” არსად ვმღეროდით, თუმცა მუსიკალური სასწავლებელი დამთავრებული გვაქვს. ჩვენი ხელმძღვანელი იყო ნონა დიასამიძე, ანსამბლი დაშლილი იყო და ჩვენ აღვადგინეთ. ახლა ნონას მეექვსე თაობა ჰყავს. ჩვენ კლავიშსა და გიტარაზე ვუკრავთ.


– სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ…

– ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, თუმცა აუცილებლად მუსიკას უკავშირდება. გაგვიმართლა, რომ მოვხვდით ასეთ ძალიან კარგ მუსიკოსებთან. ეს არის ჩვენი პირველი სტუდიური ჩანაწერი. გადავიღებთ კლიპსაც. მასზე რეჟისორი ზურაბ ქავთარაძე მუშაობს. სიმღერის კომპოზიტორი და არანჟირების ავტორია ედიშერ ლომაძე, ტექსტის ავტორი თაკო გოგიჩაიშვილი გახლავთ. სიმღერის სახელწოდებაა ”იები”.


– ”ჯეო პლანეტის” მუსიკოსებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა სიმღერაში, რომლის პრემიერაც ახლა შედგება. გვესაუბრეთ ”ჯეო პლანეტზე”…

ედიშერ ლომაძე (Geo Planet-ის მუსიკალური პროდუსერი): – სიმღერა დაახლოებით 1999 წელს დაიწერა და მისი პრემიერა გადაცემა ”კომუნიკატორში” მოხდა სერგი გვარჯალაძესთან. ეს ბავშვები შევარჩიე იმიტომ, რომ დიდი გამოცდილება აქვთ, გაამართლეს ჩემი და ”ჯეო პლანეტის” იმედები. კარგად შევეწყვეთ. სიმღერა ჩაიწერა ცოცხლად. დიდი მადლობა ”არ დაიდარდოს” მენეჯერს გიორგი მშვენიერაძეს, რომელიც მუდმივად თანამშრომლობს ჩვენთან და სიახლეებით ინტერესდება.

ჯონი საბაშვილი: – ძალიან მიხარია თქვენს ეთერში ყოფნა. იმედი მაქვს ეს მუსიკალური ნაწარმოები ჰიტი გახდება და ისინიც ისეთივე ვარსკვლავები გახდებიან, როგორებიც არიან სოფო ხალვაში და
სხვა მომღერლები.

Geo Planet – იები 

AudioGEO PLANET – IEBI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioacharlebi

Geo Planet & მარიტა და ნანუკა – მოდი აქ. Live Cover

Geo Planet & მარიტა და ნანუკა. ვიდეო კოლაჟი


ფოტოები