LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების დაძინება ყუთებში პოპულარული გახდა

ბავშვის ყუთში დაძინების ფინური ტრადიცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული – ამ გზით  ცდილობენ, შეამცირონ ბავშვების სიკვდილიანობა.

ფინეთში საბავშვო ყუთის ტრადიცია 1930-იანებიდან დაიწყო, ამ პერიოდში ჩვილების გარდაცვალება ძალიან გახშირებული იყო. ახალბედა დედები სახელმწიფოსგან საჩუქრად იღებდნენ ყუთს, რომელშიც იდო მატრასი, საბავშვო მაისურები, საფენები და ჰიგიენური საშუალებები. ასეთივე ყუთით გამოწერეს სამშობიაროდან ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის – პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილი, შარლოტა.

იდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას მერე, რაც სამმა ფინელმა მამამ გადაწყვიტა, დაეწყო ბიზნესი და საბავშვო ყუთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაეგზავნათ. ანალოგიური ბიზნესის დაწყების სურვილი გამოთქვეს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც.

მშობლები ამბობენ, რომ ყუთის საშუალებით მარტივია ინფექციების პრევენცია და ბავშვს გაგუდვის საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, ყუთით ბავშვის გადაადგილებაც ძალიან მარტივია.

fin-box-3_2778599a

fin-box-4_2778600a