
გადაცემას ”რადიო დუეტი” გიორგი შალვაშვილი ესტუმრა.
– როგორ ხარ?
– ვარ მშვიდობით.
– შენი ლექსების კრებული როდის გამოვა?
– უკვე მიდის ამ საკითხზე მუშაობა, ძალიან მალე გამოვა. მინდოდა ლექსების კრებულისთვის რაიმე ღონისძიება მიმეძღვნა. რა თქმა უნდა, გაყიდვაში გამოვა. მყავს პროდიუსერი, თამარა კარელაშვილი. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ჩამოვიდა და შემომთავაზა თანამშრომლობა. დიდი განსჯის შემდეგ მეც სიამოვნებით დავთანხმდი მასთან მუშაობას. პირველი სოლო კონცერტი 19 აპრილს გურჯაანში გაიმართება. თუმცა, მარტო არ ვიქნები, იქნებიან ჩემი მეგობრებიც. საქართველოს მასშტაბით საკონცერტო ტურნე იწყება.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ… როცა გიყვარს, შეგიძლია მას ბედნიერება სხვა ადამიანთან უსურვო?
– წესითა და რიგით ადამიანს ბედნიერებას მაშინ უსურვებ, როდესაც ის შენთან არის… ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან. ”შენი მჯეროდა” ასე ჰქვია სიმღერას. სიმღერა ეკუთვნის ნანა პავლიაშვილს, მან დიდი ხნის წინ გამომიგზავნა ეს სიმღერა, თუმცა მხოლოდ ახლა ჩავწერე. ცოტათი დაკორექტირდა. როგორც ვიცი, ავტორმა სიმღერა თავისი ცხოვრებიდან ერთ მონაკვეთს მიუძღვნა. სხვათა შორის, ჩემ პირად ცხოვრებას ძალიან მოერგო. მე ხომ მიყვარს, მაგრამ მასაც ვუყვარვარ. დღემდე ვიბრძვი და ისიც მელოდება. ხდება ხოლმე ცხოვრებაში, როდესაც შავი ლაქები დგებიან, რომლებსაც ასევე ადამიანები ჰქვიათ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ხარ ძალიან კარგად, როდესაც ხარ მარტო, არავინ იხედება შენს ცხოვრებაში, მაგრამ მერე აფრენ, ხედავ საყვარელ წყვილებს, ხდები ეგოისტი და სასწრაფოდ იწყებ მეორე ნახევრის ძებნას.
– რას ვერ აპატიებ ადამიანს?
– ორი ადამიანის ურთიერთობისას ღალატსა და ტყუილს. ცხოვრებაში ტყუილი აუცილებელია, ასე რომ არ იყოს, პირველი აპრილიც არ იქნებოდა. სიყვარული ჩემთვის ყველაფერია, მე სიყვარულს ღმერთთან ვაიგივებ. ისე ისვრიან სიტყვას მიყვარხარ, ვერ იაზრებენ ამ სიტყვის უკან რამხელა პასუხისმგებლობა დგას. სიყვარულსა მალვა უნდა, ეს აუცილებელია. რატომ? იმიტომ რომ ხალხი დამშეულია სიყვარულისგან, პრობლემებისგან… როგორც კი ხედავენ, რომ ხარ ბედნიერი, ცდილობენ გაგხადონ უბედური, იმიტომ რომ თვითონ არ აქვთ ბედნიერება. ხშირად ჭორაობენ ჩემზე, სამჯერ მომკლეს, სამივეჯერ დედაჩემმა ”ფეისბუქიდან” გაიგო. თქვეს, რომ ნარკომანი ვარ, სად გინახავთ ამ სისქე ნარკომანი. ის ვინც მე მლანძღავს, ზუსტად ვიცი, რომ მე მისმენს. დღეში შეიძლება ათი პაემანი მქონდეს, ვხვდები სხვადასხვა ადამიანს, ყველას, ვინც ”ფეისბუქზე” მწერს და ჩემი ნახვა უნდა. ეს არის ჩემგან მადლობის ნიშანი, რომ ისინი მაფასებენ და მისმენენ. მეუბნებიან, რომ შორიდან ბუას გავხარო. ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ სიყვარულით მაქვს სავსე გული.
– რატომ წაიქეცი ფილარმონიასთან?
– შენ არ დაწერე ვარსკვლავის ადგილი მოზომეო? ერთი ადამიანი ვნახე ფილარმონიასთან, რომლის დანახვასაც არ ველოდი. ხშირად ვეკონტაქტებოდი ”ფეისბუქზე” და ვერიდებოდი მის ნახვას, რადგან არაჯანსაღი მესიჯები ხანდახან მომდიოდა. დამიძახა, მოვიხედე და უცებ წავიქეცი ამხელა კაცი.




გიორგი შალვაშვილი – შენი მჯეროდა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი შალვაშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
