LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ ნეპალში, სკოლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო (ფოტოები)

19 მარტს პრინცი ჰარი ნეპალს ხუთდღიანი ვიზიტით ესტუმრა, თუმცა შთაბეჭდილებებით იმდენად დაიტვირთა, რომ დაბრუნება გადაწყვიტა. პრინცი Team Rubicon-ის ჯგუფს შეუერთდა, რომელიც გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობს.

5 აპრილს კი ჰარიმ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა სოფლის სკოლის მშენებლობაში – ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად ის ეზიდებოდა ცემენტს, გადაჰქონდა ნივთები ერთი ადგილიდან მეორეზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შარშან მომხდარი მისიწძვრის შედეგად სოფელში სახლების 95% დაინგრა, რომლის შედეგადაც 250-მდე ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში სკოლაში ვეღარ დადის.

 

harry05052016-1

harry05052016-2

harry05052016-4