HP-ს ჯგუფმა მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი – Spectre 13 წარმოადგინა. მისი სისქე მხოლოდ 10,4 მილიმეტრს შეადგენს, რის გამოც წონა მხოლოდ 1,1 კილოგრამია. IPS-ეკრანის დიაგონალი 13,3 დიუიმს შეადგენს და ის Corning Gorilla Glass-ის არის. მოწყობილობას აქვს სამი USB Type-C პორტი, რომელთაგან ორი Thunderbolt-ის ინტერფეისის მხარდამჭერია.
მწარმოებლის თქმით, ნოუთბუქი 9,5 საათიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს. Spectre 13-ის გაყიდვები 13 მაისიდან დაიწყება და 1170 დოლარი ეღირება.
