ფოტოები და ესა თუ ის გამოსახულებები, სოციალური ქსელის უმთავრესი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ინჟინერების ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და Facebook-ის ადაპტაციაზე ზრუნავს, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ფოტოები ხელმისაწვდომი უსინათლოებისთვისაც გამხდარიყო.
დღეიდან, სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომია ახალი ტექნოლოგია – „ავტომატური ალტერნატიული ტექსტი“, რაც ფოტოზე გამოსახულების გახმოვანებას ნიშნავს.
ხელოვნური ინტელექტი ავტომატურ რეჟიმში აღწერს ფოტოს, მათზე გამოსახულ საგნებს, ასევე ადამიანების ემოციებს, ადგილს და დღის რა მონაკვეთშია გადაღებული ის.
სიახლე ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის სისტემებისთვის, ასევე მათთვის, ვინც Facebook-ს ვებ-ბრაუზერით სტუმრობს.
