LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის პირადმა მცველმა ინტერნეტი დაიპყრო

როდესაც ტეილორ სვიფტი „ინსტაგრამზე“ „დისნეილენდში“ გადაღებულ ფოტოს ტვირთავდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თაყვანისმცემლების ყურადღებას არა თავად ან მისი მეგობარი, ლილი ოლრიჯი, არამედ მისი პირადი მცველი მიიქცევდა.

დაცვამ ნამდვილად დაჩრდილა ვარსკვლავები, ამასან, ამის გასაკეთებლად არაფერი გაუკეთებია, მათ შორის არც კი გაუღიმია: სვიფტის გამომწერებს არ გამოპარვიათ, რომ მამაკაცი საკმაოდ სერიოზული სახით იჯდა, ბევრმა ისიც დაწერა, რომ მიუხედავად გარემოებისა, ის არ მოდუნებულა. მომღერლის გამომწერებმა ის ტერმინატორსაც კი შეადარეს.

დაცვის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი – სავარაუდოდ მან თავადაც არ იცის, რომ საკმაოდ ცნობილი გახდა.