ჯარედ ლეტომ ფილმში „თვითმკვლელთა რაზმი“ მის მიერ განსახიერებული ჯოკერის შესახებ ერთ-ერთ გამოცემასთან ისაუბრა.
„მსახიობებმა, რომლებმაც ეს როლი ჩემამდე ითამაშეს, ძალიან მოინდომეს – მათ დასამახსოვრებელი და საინტერესო პერსონაჟები შექმნეს. ამიტომ ჯოკერის განსახიერება – დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
ეს არის შანსი, გააკეთო რაღაც ახალი. ინდივიდუალური. ყოველთვის ასე ხდება. ამ სირთულეს აწყდებიან კომპოზიტორები, რომლევიც ძველი მელოდიის გადაკეთებას ცდილობენ, თეატრის მსახიობები, რომლებიც ცნობილ როლს თავიდან ასრულებენ. რაღაც დოზით ეს ძალიან საინტერესოა – გააკეთო ახლებური ინტერპრეტაცია, განაახლო“, – განაცხადა როკ-მუსიკოსმა და მსახიობმა.
„თვითმკვლელთა რაზმის“ პრემიერა 5 აგვისტოს შედგება.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა (იხ. ბმული), რომელსაც საკმაოდ დიდი რეზონანსი და დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
