ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი შვილი, გაბრიელ ღარიბაშვილი დღეს ერთი წლის გახდა, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს და ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს.
„ყველას გილოცავთ ხარებას ! დღეს გაბრიელი 1 წლის გახდა,“ – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა.

