ოთხი თვის ბავშვმა დედის სახე ნორმალურად პირველად დაინახა და გულიანად გაუღიმა – ეს წუთები იმდენად ემოციური იყო, რომ ვიდეოკადრები გულგრილს არავის ტოვებს.
ლეოპოლდ (ლეო) ვილბურ რეპონდს ალბინიზმის იშვიათი სახე აქვს, დაავადების გამო მას არ შეუძლია მკვეთრად დაინახოს გამოსახულებები.
ლეოს მამა, დევიდი, რომელიც ამ ემოციურ მომენტს ვიდეოკამერით იღებდა ამბობს, რომ როდესაც ლეომ დედის სახის დანახვისას გაიღიმა, სახლში ყველა ტიროდა.
