კრიკეტი ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზეპოპულარული სპორტია, ამიტომ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად ჩაფრენისთანავე ითამაშეს.
ფოტოებზე ჩანს, რომ თამაშით ყველაზე დიდი სიამოვნება ქეითმა მიიღო. პრინცის ცოლი დაუღალავად დარბოდა მოედანზე და ერთობოდა ბავშვებთან ერთად.
ინდოეთში ვიზიტის პირველ დღეს მიდლტონი დილას Alexander McQueen-ის კაბით გამოჩნდა, კრიკეტის მოედანზე კი მას ინდური ბრენდის Anita Dongre-ს სამოსი ეცვა.








