LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი დაუმტკიცებს მსოფლიოს, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია

მითქმა-მოთქმა ანჯელინა ჯოლის მძიმედ ავადმყოფობის შესახებ მალე დასრულდება. მსახიობი, რომელიც, ამასთან, გაეროს კეთილი ნების ელჩია, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე სიტყვით წარსდგება. ანჯელინას გამოსვლა 16 მაისს ВВС-ს რადიოეთერით იგეგმება. ვარსკვლავს სურს, მხარი დაუჭიროს ხალხს, რომელიც მსოფლიოს ცხელ წერტილებში ცხოვრობს. ამასთან, ჯოლი გეგმავს, მოუწოდოს ხელისუფლებას მიგრაციული პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოს.

რა თქმა უნდა, ანჯელინა  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას არ გააკეთებს, თუმცა საკუთარი გამოსვლით დაამტკიცებს, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია.