
გულიანად იცინებთ, ლამაზი კადრებით დატკბებით და მერე იტყვით, რომ ქართული კინო წინ მიდის და ამისთვის მადლობას დათო იმედაშვილს გადაუხდით. 5 მაისს ეკრანებზე ახალი ზღაპრული კომედია “ვისი სული გსურს” გამოდის. რეჟისორმა “ოცნების ქალაქის” შემდეგ 6 წლიანი პაუზა აიღო და ამჯერად მაყურებელს საოჯახო კომედიას სთავაზობს, რომელშიც მთავარ როლს ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გიორგი ბახუტაშვილი ასრულებს.
