
15 აპრილს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი გაიმართება. საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი მსმენელის წინაშე სოლოკონცერტით და განახლებული პროგრამით წარდგება. შესრულდება ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალოგბლები.
იმავდროულად, შედგება ანსამბლ „ბასიანის“ უახლესი ნამუშევრის, 50 სიმღერა-გალობისაგან შედგენილი აუდიოალბომის პრეზენტაცია, რომელიც ანსამბლმა თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა სამსახურის ხელშეწყობით ჩაწერა და გამოსცა.
ბილეთების შეძენა ღონისძიებაზე დასასწრებად 11 აპრილიდან შეგიძლიათ.
