ირინა შეიკი საქველმოქმედო საღამოზე დედასთან, ოლგა შაიხისლამოვასთან ერთად გამოჩნდა. სიბრმავესთან ბრძოლის ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები შეიკმა „ინსტაგრამზე“ განათავსა. მათ შორის არის ირინასა და ოლგას სელფიც.
მოდელის თაყვანისმცემლები ფოტოს კომენტარებად წერენ, რომ ირინას სილამაზე დედისგან ერგო.
შეიკის კიდევ ერთ ფოტოზე მისი Saint Laurent-ის კაბა ჩანს, რომელიც საქველმოქმედო საღამოზე დასასწრებად შეარჩია.


