გუშინ პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა დაასრულეს ვიზიტი ინდოეთში და ბჰუტანში გაემგზავრნენ. ესაა ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული სახელმწიფო აზიაში, სადაც 1999 წლამდე ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონებიც კი აკრძალული იყო. ბოლო დროს ქვეყანამ აქტიურად დაიწყო განვითარება. ბრიტანეთის სამფო წყვილს ბჰუტანის მეფემ, ჯიგმე კხესარ ნამგლიარ ვანგჩუკმა და დედოფალმა, ჯეცუნ პემა ვანგჩუკმა უმასპინძლეს, რომლებსაც აღმოსავლეთის უილიამსა და ქეითსაც ეძახიან.
როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვიზიტი უილიამისა და ქეითისთვის. სამეფო წყვილმა ბჰუტანში მშვილდ-ისრის ტყორცნაშიც მოსინჯა ძალები. ვიზიტისას მეუღლეები ფანტასტიურ განწყობაზე იყვნენ.
