„ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი, სავარაუდოდ, დავით ბაქრაძე იქნება, ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსში“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩემთვის და ჩემი პარტიის უმრავლესობისთვის ეს გადაწყვეტილია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების წინაც, მაინც, პრაიმერი ჩავატარეთ და თანაპარტიელებს ვკითხეთ, ვის აირჩევდნენ ისინი კანდიდატად,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პარტიამ პოლიტსაბჭოს რამდენიმე სხდომა ჩაატარა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს საარჩევნო სიაში ახალი სახეები, თუმცა, მაჭავარიანის განმარტებით, ამ ადამიანებს საკუთარ საქმიანობაში სერიოზული მიღწევები უნდა ჰქონდეთ.
„ეს უნდა იყოს სიმბოლო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ამავდროულად, აპირებს, შენების გამოცდილება გააგრძელოს,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
