LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილისა და ეკა კახიანის კონცერტი ქუთაისში გაიმართება

Ardaidardo.Ge

ქუთაისში, 14 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ნინი ბადურაშვილისა და ეკა კახიანის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ნინის მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით.


ნინი ბადურაშვილი:

დასავლეთში ბოლო დროს უამრავი კონცერტი გავმართე. მათ დაგეგმვაში მეხმარებიან ხოლმე. ჩემი იდეა იყო, რომ ქუთაისის თეატრში მე და ეკას ერთობლივი კონცერტი გაგვემართა. რეპერტუარზე ახლა ვმუშაობთ. გვინდა 15-16 სიმღერა წარმოვადგინოთ, მათ შორის დუეტები, რომლებიც ეკას მაია ჯაბუასთან ერთად აქვს შესრულებული. ნაწილი სიმღერებისა როიალთან შესრულდება, ნაწილი – გიტარის თანხლებით. დაახლოებით საათნახევრიან პროგრამას ვაპირებთ. ბილეთები ჯერ არ იყიდება, თუმცა მსურველებს მალე ექნებათ შეძენის საშუალება.