LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი გარდაიცვალა, 250 კი დაშავდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგებმა დაანგრია სახლები, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში ხალხი, შესაძლოა, კვლავ იყოს.

საკუთარი სახლებიდან ათასობით ადამიანი გაიქცა, ქალაქ მასიკის მაცხოვრებლებმა, კუნძულ კიუსიუზე ღამე ქუჩაში გაათენეს.

მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდამ 6.4 შეადგინა, ადგილობრივი დროით 21:26 მოხდა. ცუნამის საფრთხის შესახებ ხელისუფლებას არ გამოუცხადებია.