თვითმფრინავის აფრენის წინ ეკიპაჟი მგზავრებს ტელეფონის და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამორთვას სთხოვს. რა შეიძლება მოხდეს თუ მგზავრები ეკიპჟის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან?
მართალია, ჩართული ტელეფონი არ გახდება კატასტროფის მიზეზი, მაგრამ პილოტებისთვის უსიამოვნებების მოტანა ნამდვილად შეუძლია, რადგან სიგნალის აქტიური მიღების რეჟიმში დატოვებული გაჯეტი აფერხებს ავიასისტემის მუშაობას და ქმნის ხმოვან ბარიერს, პილოტებს კი, ყურსასმენებში ხმაური და შხუილი ესმით.
იშვიათად, მაგრამ ტელეფონი პილოტსა და დისპეჩერს შორის რადიოსიგნალის გაწყვეტის მიზეზიც შეიძლება გახდეს, ამგვარი სიტუაცია კი, ურჩი მგზავრის თვითმფრინავთან ერთად სხვა თვითმფრინავებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ზოგიერთი საერთაშორისო ავიახაზი მგზავრებს დამატებით თანხად სპეციალურ მოწყპობილობას სთავაზობს, სადანაც მათ დარეკვაც შეუძლიათ და შეტყობინების გაგზავნაც.
