LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სამშობიარო, სადაც კომფორტი უმთავრესია

The Portland Hospital ასე ქვია ლონდონის სამშობიარო სახლს, სადაც მშობიარობა 500 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ესაა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სამშობიარო სახლი, სადაც თავის დროზე არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა იმშობიარა. აქ ახალბედა დედებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის კომფორტი მოიწყონ, მათ შორის ბანკეტიც კი. აქაა 36 ლუქსის ტიპის ნომერი და ყველაზე იაფი ერთი ღამე 1290 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ცხადია აქ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახი სასურველ პაკეტს ვერ შეარჩევს, რადგან ნებისმიერი სახის მომსახურება ძალიან ძვირია, დაწყებული ფიზიოლოგიური მშობიარობით, დამთავრებული საკეისრო კვეთით.

ამ სამშობიარო სახლს BBC-იმ სპეციალური ფილმიც მიუძღვნა. მედიის ყურადღება მიიქცია საუდის არაბეთის პრინცესამ, რომელმაც სამშობიაროდ 4 ლუქსის ნომერი მოითხოვა: თავისთვის,  ბავშვისთვის, დამხმარე პერსონალისთვის და ერთიც სტუმრების მისაღებად. გარდა ამისა, ის პირადი თვითმფრინავით ორსულობის 36-ე კვირაზე ჩავიდა ჰოსპიტალში და საიდუმლო შესასვლელით მივიდა ნომრამდე. ეს საიდუმლო შესასვლელი აქ ვიპ კლიენტებისთვისაა გათვლილი. დოკუმენტურ ფილმში მოხვდა ჩინელი სატელევიზო სერიალების მსახიობი ლუ ჰუი, რომელმაც პირველი შვილი სწორედ ამ ჰოსპოტალში გააჩინა.

The Portland Hospital-ში საგანგებოდ შეარჩიეს ექიმები, რომელთა დიდი ნაწილი მაღალი წრის წარმომადგენელია. სპეციალური კასტინგით შეირჩა 9 მზარეულიც, რომელთა კერძებს პაციენტებს ვერცხლის ჭურჭლით სთავაზობენ. პაციენტებისთვის გაწერის დროს საჩუქრების მთელი პაკეტია გათვალისწინებული, როგორც მშობლისთვის, ასევე ჩვილებისთვის.