რამდენიმე კვირის წინ ქსელში კიმ კარდაშიანის რუსი „ანალოგის“ შესახებ გამოჩნდა ინფორმაცია.
22 წლის ანასტასია კვიტკო კალინინგრადში დაიბადა, მოგვიანებით მოსკოვში, ხოლო საბოლოოდ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. საზოგადოებამ ის კიმ კარდაშიანის ორეულის სახელით გაიცნო.
ანასტასიას მთავარი მიღწევა და სიამაყე არის: ზომები 95-63-105 და ის ფოტომოდელად მუშაობს. ამჯამად მის „ინსტაგრამს“ 2,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს, რას ფიქრობს ის კიმ კარდაშიანზე.
„მე კიმ კარდაშიანზე გაცილებით სექსუალური ვარ. ის ჩემამდე ვერ მოვა. მაგალითად, ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემსა და მის საჯდომს შორის. უდაოა, რომ ჩემი გაცილებით ეფექტური და მიმზიდველია“, – განაცხადა რუსი წარმოშობის კარდაშიანმა.












