LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lemonade: ბიონსემ იდუმალი პროექტი დააანონსა (ვიდეო)

ბიონსემ კარგად იცის, როგორ დააინტრიგოს თაყვანისმცემლები და მისი ყოველი სიურპრიზი ყოველთვის უფრო მეტად იდუმალია. ამჯერად, მომღერალმა პროექტი სახელოწდებით Lemonade დააანონსა, რომლის სრული ვერსიის პრეზენტაცია ტელეარხ HBO-ზე 23 აპრილს შედგება.

20 წამიან ვიდეოში, რომელიც HBO -ს ეთერში გუშინ გამოქვეყნდა, რთულია რამე კონკრეტულზე საუბარი – პროექტის ფორმატზე და ა.შ. მასში მხოლოდ ბიონსეს ქურქი და დრედები ჩანს, კადრს მიღმა კი ისმის ხმა: „რის გაკეთებას ვაპირებ?“

არსებობს ვარაუდი, რომ საუბარია ახალ ალბომზე, თუმცა ნაწილის აზრით, ეს უბრალოდ ბიონსეს ახალი კლიპის თიზერია. რაც არ უნდა იყოს, ინტრიგა ინტრიგად რჩება.