საქართველოში გაეროს გენერალური მდივანი ჩამოდის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბან კი მუნი ოფიციალური ვიზიტითსაქართველოს 23-24 აპრილს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.
1994 წლის შემდეგ ეს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
ბან კი მუნი თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესტუმრება, რის შემდეგაც ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში განაგრძობს.
