LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი გრძნობებს ვეღარ მალავენ (ფოტო)

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის მოულოდნელად დაწყებული რომანი დიდხანს გაგრძელდებოდა. წყვილი ყოველდღე ამტკიცებს, რომ მათი სიყვარული მყარია და ისინი დაშორებას არ აპირებენ. ახალი ფოტოები ამჯერად ნიუ-ორკის ქუჩებშია გადაღებული. კუპერი და შეიკი ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ ქუჩაში და რამდენჯერმე შეჩერდნენ, რათა ერთმანეთისთვის ეკოცნათ.

41 წლის კუპერი ფანტასტიურად გამოიყურებოდა სპორტული სტილის სამოსში. ასევე ყოველდღიური, მაგრამ ძალიამ სექსუალური მოკლე კაბა ეცვა ირინა შეიკს. მინიატურული შავი კაბა ცნობილ მოდელს ლურჯი ფერის მოსასხამთან ჰქონდა შეხამებული.