ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახის გარეშემო მორიგი სკანდალი აგორდა. „Life&Style წერს, რომ წყვილის მორიგი დაპირისპირების საგანი გახდა ინფორმაცია, თითქოს ბრედ პიტს ქორწინების გარეშეც ჰყავს შვილები ამერიკელ როკ-მომღერალთან – მელისა ეტერიჯთან.
ისტორია 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც ჰოლივუდის მსახიობი პოპულარობის მწვერვალზე იყო და გადაწყვიტა, სპერმის ბანკის დონორი გამხდარიყო. ეს ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონთან დაქორწინებამდე მოხდა, ბრედს გვინეტ პელთროუსთან ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდა.
მოგვიანებით სპერმის ბანკს მიმართა მელისა ეტერიჯმა, რომელსაც გენეტიკური მასალის გამოყენება სურდა. მომღერლის თქმით, სურდა მისი შვილების მამა ბრედ პიტი გამხდარიყო. იმის შესახებ კი, რაც შემდეგ მოხდა, ორი ვერსია არსებობს. ოფიციალური ცნობით, უკანასკნელ მომენტში მელისამ გადაიფიქრა და მისი შვილების მამა დევის კროსბი გახდა. არაოფიციალური ვერსიით კი, რომლის შესახებაც ეტერიჯის მეგობრები აქტიურად საუბრობენ, ბავშვების მამა სწორედ ბრედ პიტია.
Globe-ის ინფორმატორი ამბობს, რომ ანჯელინას ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და ღალატად მიიჩნევს ფაქტს, რომ ქმარმა მისი შვილების შესახებ ინფორმაცია მას დაუმალა. ახლა ანჯელინა მოითხოვს ბრედისგან, ჩაიტაროს დნმ-ის ანალიზი.
