რამდენიმე კვირის წინ ბიონსემ იდუმალებით მოცული ვიდეო სახელწოდებით Lemonade წარმოადგინა. პროექტი მსოფლიოში პირველი ვიზუალური ალბომი აღმოჩნდა, რომელიც თავის თავში მომღერლის სიმღერებს, ვიდეოარტს და პოეზიას მოიცავს.
სიახლე, როგორც მოსალოდნელი იყო, შთამბეჭდავი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მისი მთავარი თემა ღალატია, რაც ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა ბიონსესა და მისი მეუღლის, ჯეი-ზის ურთიერთობას დაუკავშირეს.
თუმცა კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება – ფილმი საშინაო ვიდეოთი სრულდება, სადაც ბედნიერი ბიონსე და ჯეი-ზი ქალიშვილთან ერთად ჩნდებიან.








