LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავნაბადა“ რუსეთში გასტროლებზე მიემგზავრება

Ardaidardo.Ge

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ რუსეთის რესპუბლიკაში გასტროლზე მიემგზავრება, ანსამბლი ქალაქ  ნიჟნი ნოვგოროდში საქართველოს სათვისტომოს „ოქროს საწმისის“ ხელმძღვანელის,  მევლუდ ჭუმბურიძის ინიციატივით, 4 მაისს კონცერტს გამართავს, რომელსაც სხვა საზოგადოებასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებიც დაესწრებიან. 5 მაისს წმ. სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, ,,შავნაბადა“ დღესასწაულის წირვის ლიტურგიაში მიიღებს მონაწილეობას.  6 მაისს – გიორგობის სადღესასწაულო  წირვა ანსამბლის მიერ შესრულებული  ქართული საგალობლებით აღევლინება, რომელშიც ადგილობრივი ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას.  6 და 7 მაისს მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო მართლმადიდებლური ქვეყნების სააღდგომო საგალობლების ფესტივალში.


ანსამბლი ,,შავნაბადა“ უკვე 11 წელია, ხალხური სიმღერა-გალობის სამსახურში აქტიურადაა ჩართული და სულ ცოტა ხანია, რაც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიიღო, სახელმწიფო სტატუსის ფარგლებში  ეს ანსამბლის პირველი გასტროლია.