LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

დღეს პრემიერი აშშ-ში ვიზიტს იწყებს, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი 25-29 შედგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.