უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დააბრუნონ.
„ბიბისის“რუსეთის ბიუროს ცნობით, პოროშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„პირველად დავინახეთ გვირაბის ბოლოს სინაღლე. ჩვენ კონკრეტულ ვადაზეც ვისაუბრეთ,“ – აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შესახებ კრემლში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
