LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის პიკანტური და აქამდე უცნობი ფოტოები

ინტერნეტში ქეით მიდლტონის ფოტოები გამოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა წლებშია გადაღებული. მათ შორის ის ფოტოებიც, რომლებიც აქამდე არავის უნახავს და სადაც ქეით მიდლტონი რადიკალურად განსხვავებული იმიჯით გვხვდება. მიკარგული არქივიდან dailymail-ის რედაქციამ აღმოაჩინა ქეითის კოლეჯის ფოტო, სადაც ის მოკრძალებული პატარა გოგონაა. ამავე დროს 20 წლის ასაკში გადაღებული ფოტო, სადაც ქეითს მბზინავი ზედა, მოკლე სექსუალური შორტები და მაღალყელიანი ფეხსაცმელი აცვია. როგორც ჩანს, უილიამთან შეხვედრამდე ქეითის იმიჯი სულაც არ იყო აკადემიური.

საინტერესოა ქეით მიდლტონის ფოტო კოლეჯის სამოყვარულო ჩვენებიდან, სადაც ის პრაქტიკულად საცვლებშია წარმოდგენილი. არანაკლებ პიკანტურია ლორდ ფრედერიკ ვინდსდორისა და ქეითის ფოტო, რომელიც 2006 წელს მაღაზიის გახსნის დროს გადაიღეს. ასევე უემბლის სტადიონზე უცნობ მამაკაცთან გადაღებული ფოტო 2007 წელს, რომელმაც ქეითსა და უილიამს შორის სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.

გამოცემის არქივში მოხვდა სპორტულ ფორმაში გადაღებული მიდლტონი და ფოტო წმინდა ენდრიუსის კოლეჯის გამოსაშვებ საღამომდე, სადაც მიდლტონი მამასთან ერთადაა გადაღებული.