LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია დატოვა

ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია დატოვა, მან აღნიშნული თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე მიმართა. ბზობის სადღესასწაულო წირვა ბორჯომში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა და მეუფე სერაფიმეს წასვლა შეკრებილ მრევლს ამცნო.

„ძალიან რთულია რაიმე გითხრათ და ძალიან რთულია რაიმეთი განუგეშოთ. მთავარია, არ გავიშვიროთ თითი ვინმესკენ და არ ვთქვათ, რომ ვიღაცა იყო ამაში დამნაშავე; ან თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ თითი, რომ ის იყო დამნაშავე. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ ის რაღაცა მარცვალი, რომელმა მარცვალმაც ხელი შეუწყო ამ ნაბიჯის გადადგმას. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას თუ ეს რატომ მოხდა. ღვთის განგებულებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით დღეს, მაგრამ ის ხვალ, ზეგ, მაზეგ თავისთავად განცხდდება. უნდა გადავიტანოთ ეს დარტყმა უნდა გადავიტანოთ ეს განსაცდელი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.