LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გაიხსნება ”მაკდონალდსის” ახალი რესტორნები გლდანსა და რუსთავში?

”მაკდონალდს საქართველო” ქსელს აფართოებს. კომპანია ახალ რესტორნებს გლდანსა და რუსთავში აშენებს. ორივე რესტორანი მიმდინარე წელს გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” ”მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჭანტურიამ განუცხადა,  გლდანის რესტორანი – ივნისში,  რუსთავის კი სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებს.

”ამ ეტაპზე გლდანში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რუსთავში კი – კონსტრუქციის მშენებლობა. ორივე რესტორნის დიზაინი მუშავდება ავსტრიული კომპანია „შლოფერის“ მიერ”, – აღნიშნა ჭანტურიამ.

მისივე ინფორმაციით,  ორივე რესტორანში კომპანია ჯამში 120 ადამიანს დაასაქმებს. გარდა ამისა, კომპანია  ცენტრალურ საწყობსაც აშენებს, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოამარაგებს. მარიამ ჭანტურიას თქმით, აღნიშნული საწყობი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ივლისში შევა.